Tbilisi, Vakhtang Ninua street N 3

English Russian

ფირმის მიმოხილვა

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვამაყობთ, რომ კლიენტები უზრუნველყოფილნი არიან ჩვენი მომსახურებით ყოველთვის და ყველგან, სადაც მათ ეს ესაჭიროებათ


ფირმის მიმოხილვა

გეწაძე და პატეიშვილი არის დამოუკიდებელი იურიდიული კომპანია, რომელიც მდებარეობს თბილისსა და ბათუმში.

გეწაძე და პატეიშვილი აგრძელებს წარმოადგენს შპს პარტნიორის მემკვიდრეს. შპს პარტნიორი დაარსდა ორი წამყვანი იურიდიული ფირმის შერწყმის შედეგად 2004 წელს, თბილისში. საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შედეგად მოხდა შპს პარტნიორის ლიკვიდაცია და ჩამოყალიბდა როგორც კს გეწაძე და პატეიშვილი, ხოლო შემდგომში საქმიანობას აგრძელებს როგორც შპს გეწაძე და პატეიშვილი.

დღეისათვის შპს გეწაძე და პატეიშვილი გახლავთ ცნობილი არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ლობისტური მომსახურების სფეროში, რაც კლიენტის შედეგზე არის ორიენტირებული.

ჩვენ მივისწრაფვით შედეგისაკენ მთელი პასუხისმგებლობით. გასული  წლების განმავლობაში ჩვენი ადვოკატები მუშაობდნენ როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორში, შესაბამისად აქტიურად იყვნენ ჩართულნი მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაში. ჩვენ ვმონაწილეობდით საკანონმდებლო აქტების მიღებაში, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა კომუნისტური პერიოდის კანონმდებლობა, კერძოდ კი: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, პოლიტიკური პარტიების შესახებ, მეწარმეთა შესახებ, საერთო სასამართლოების შესახებ, გაკოტრების შესახებ, ლიცენზიების შესახებ, ადვოკატთა შესახებ, საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი…და ა.შ.

გეწაძე და პატეიშვილი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან. ჩვენს პროფესიონალთა გუნდს გააჩნია, როგორც საჯარო და კერძო სექტორში, ასევე საერთაშორისო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება. ჩვენი მრავალფეროვანი და უნიკალური გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას გავუწიოთ ჩვენს კლიენტებს სწრაფი, კვალიფიციური და ეფექტური მომსახურება, რაც მათი წარმატების საწინდარია.