ინვესტიციების მართვა
დღესდღეობით საქართველო უაღრესად მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს უცხოელი ინვესტორებისათვის. აღნიშნული განპირობებულია ქვეყანაში ბოლო პერიოდში შექმნილი შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორებით: დინამიური ეკონომიკური ზრდა, სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, დაბალი გადასახადები, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი, ინვესტორების დასაცავად არსებული ძლიერი სამართლებრივი გარემო, გამარტივებული სალიცენზიო და სანებართვო პროცედურები და ა.შ
გეწაძე და პატეიშვილი ფეხს უწყობს აღნიშნულ ცვლილებებსა და პროგრესს ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს გამოცდილება გამოვარჩიოთ საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობები და კლიენტებს მივაწოდოთ კვალიფიციური, პასუხისგებლიანი რჩევები და გადაწყვეტები. ჩვენ მზად ვართ კლიენტის სახელით განვახორციელოთ ყველა საჭირო საინვესტიციო პროცედურა და საჭიროების შემთხვევაში ვაწარმოოთ თქვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციის მართვა.
ჩვენ სპეციალიზირებულები ვართ ინვესტირებისათვის ყველაზე მიმზიდველ სფეროებში, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, უძრავი ქონება, კორპორაციები, საბანკო, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სექტორები, ტურიზმი, კომუნიკაციები, სოფლის მეურნეობა და სხვა
სიახლეები
შპს გეწაძე და პატეიშვილი
გრძელდება იურიდიულ კლინიკაზე სტუდენტთა რეგისტრაციის ვადა09 2011 მარტი
განახლდა რეგისტრაცია იურიდიული კლინიკის პროგრამაზე25 2011 თებერვალი
თანამშრომლობის ხელშეკრულება პოლონურ იურიდიულ კომპანიასთან08 2010 ნოემბერი