მმართველი პარტნიორის ამირან გიგუაშვილის საქმიანი ვიზიტი უკრაინაში

28 თებერვალი 2017

ჩვენი კომპანიის მმართველი პარტნიორი ამირან გიგუაშვილი საქმიანი ვიზიტით უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფებოდა. ამირან გიგუაშვილმა საქმიანი შეხვედრები გამართა უკრაინის მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამირან გიგუაშვილი ასევე შეხვდა საადვოკატო ბიურო AVAD GROUP -ის მმართველ პარტნიორს, უკრაინაში ცნობილ ადვოკატ ანდრეი პისარენკოს. გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. დაიგეგმა ერთობლივი საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები. იურიდიული კომპანია გეწაძე და პატეიშვილი და საადვოკატი ბიურო AVAD GROUP-ი ითანამშრომლებენ მათი ქართველი და უკრაინელი კლიენტების სამართლებრივი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში.