იურიდიული განათლების ხელშეწყობა
08 აპრილი 2010
2010 წლის 7 აპრილს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ერთის მხრივ, კავკასიის უნივერსიტეტსა და მეორეს მხრივ, გეწაძე და პატეიშვილს შორის, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი პროგრამის – იურიდიული კლინიკის განხორციელებას. პროგრამა ხორციელდება იურიდიული კომპანია “გეწაძე და პატეიშვილი”-ს ბაზაზე და წარმოადგენს პრაქტიკულ კურსს, რომელიც მიმართულია კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტების საადვოკატო საქმიანობაში ჩართვისა და მათთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებისაკენ.
პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან: 1. 3 თვიანი ონლაინ სწავლება (მოსამზადებელი პერიოდი). 2. 3 თვიანი ინტენსიური პრაქტიკული სწავლება.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა იურიდიულ საქმიანობებში.
პროგრამა მოიცავს შემდეგ პრაქტიკულ საკითხებს: პროფესიული ეთიკა; კლიენტის კონსულტირება; სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტის მომზადება; ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევები; სასამართლოში წარმომადგენლობა;
იურიდიული კლინიკის პროგრამის დაწყების თარიღია 2010 წლის სექტემბერი.
უახლოეს მომავალში კავკასიის სამართლის სკოლის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ონლაინ რეჟიმში დარეგისტრირდნენ გეწაძე და პატეიშვილის ვებ-გვერდზე იურიდიული კლინიკის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
პარტნიორი კომპანიები
გეწაძე და პატეიშვილის თანამშრომლობის ქსელი
სტატიები
ჩვენი თანამშრომლების სტატიები
“საჯარო შესრულება”, როგორც ავტორის ქონებრივი უფლება. მისი შეზღუდვები და სანქციები 29 2011 ივლისი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განმსაზღვრელი ფაქტორები განვითარებად ქვეყნებში (English)06 2010 დეკემბერი
ინტელექტუალური საკუთრების სამართალი ციფრულ სამყაროში (English)24 2010 ივნისი