ჩვენი კოლეგის ნაშრომი

15 მარტი 2010

ჩვენმა იურისტმა, თამარ კვინტრაძემ გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი ინგლისურ ენაზე. წიგნი ეძღვნება საქართველოსა და გერმანიის სამართლის სისტემების შედარებით ანალიზს. უფრო ზუსტად კი, წიგნის თემაა: მცირე აქციონერების უფლებების დაცვა საქართველოსა და გერმანიაში.

წიგნი გამოშვებულია გერმანული საგამომცემლო კომპანია VDM Verlag Dr. Muller Aktiengesellschaft & Co. KG-ის მიერ და ხელმისაწვდომია შესაძენად ონლაინ შემდეგ ვებ-გვერდზე  http://www.amazon.co.uk

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კოლეგის მიღწევით და ვუსურვებთ მას შემდგომ წარმატებებს.