საქართველოს მოქალაქე მანანა კურტანიძე ტილბურგის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ
23 ოქტომბერი 2009
2009 წლის თებერვალში გეწაძე და პატეიშვილი-ს მიერ მომზადებულ იქნა სამართლებრივი დასკვნა პრივატიზაციის საკითხებთან დაკავშირებით 1994 წლის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. სამართლებრივი დასკვნა მომზადდა ერთ-ერთი ჩვენი კლიენტის, ქალბატონი მანანა კურტანიძისათვის, რომელმაც აღნიშნული დასკვნა წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ტილბურგში, ჰოლანდიაში. ქალბატონმა მანანა კურტანიძემ სარჩელი ტილბურგის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ შეიტანა 2009 წლის 12 თებერვალს. იგი ასაჩივრებდა მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას მისი 16.080,33 ევროს ოდენობით დაჯარიმების შესახებ, რომელიც მან მანამდე მიიღო სოციალური დახმარების სახით. 2009 წლის 21 ოქტომბერს სასამართლომ დააკმაყოფილა მანანა კურტანიძის სარჩელი და გამოიტანა გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ, რომელსაც საფუძვლად დაედო გეწაძე და პატეიშვილის სამართლებრივი დასკვნა.
პარტნიორი კომპანიები
გეწაძე და პატეიშვილის თანამშრომლობის ქსელი
სტატიები
ჩვენი თანამშრომლების სტატიები
“საჯარო შესრულება”, როგორც ავტორის ქონებრივი უფლება. მისი შეზღუდვები და სანქციები 29 2011 ივლისი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განმსაზღვრელი ფაქტორები განვითარებად ქვეყნებში (English)06 2010 დეკემბერი
ინტელექტუალური საკუთრების სამართალი ციფრულ სამყაროში (English)24 2010 ივნისი