თანამშრომლობის ხელშეკრულება პოლონურ იურიდიულ კომპანიასთან

08 ნოემბერი 2010

გეწაძე და პატეიშვილი ყოველთვის მხარს უბამდა საქართველოში განვითარებულ დადებით პროცესებს. ჩვენი კომპანია მომზადებული შეხვდა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მკვეთრ ზრდას და დღესდღეობით ჩვენი გუნდი ინვესტორებს თავაზობს სხვადასხვა სახის მომსახურებას.

ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო მეგზური უცხოელი ინვესტორებისათვის, რისთვისაც აუცილებლად მიგვაჩნია მძლავრი და გავლენიანი პარტნიორების ყოლა საზღვარგარეთ.

ამასთან დაკავშირებით, მოხარულები ვართ გაუწყოთ, რომ ხელი მოეწერა პარტნიორობის შეთანხმებას იურიდიულ კომპანია გეწაძე და პატეიშვილს და პოლონურ იურიდიულ კომპანია ვალჩინსკი, კალინოვსკი და პარტნიორებს შორის. (www.wkiw.pl/)

ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს პოლონელი და ქართველი მეწარმეების კიდევ უფრო დაახლოებასა და პოლონური კაპიტალის მოზიდვას საქართველოში.

გეწაძე და პატეიშვილი ისევე როგორც ვალჩინსკი, კალინოვსკი და პარტნიორები აცხადებენ მზადყოფნას, თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში დაეხმარონ და მომსახურება გაუწიონ პარტნიორი კომპანიის კლიენტებს შესაბამისად საქართველოსა და პოლონეთში.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და წარმატებული.