პოლონური ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

19 ნოემბერი 2010

18-20 ნოემბერს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართა მეტად საინტერესო ბიზნეს სემინარი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, პოლონურ ექსპორტიორთა ასოციაციისა და კომპანია "ევროასოციაცი"-ის ორგანიზებით. პოლონელ ბიზნესმენთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა პოლონეთის ეკონომიკის მინისტრი ქალბატონი გრაცინა ჰენცლევსკა. გეწაძე და პატეიშვილი ესწრებოდა აღნიშნულ სემინარებს და მონაწილეობას იღებდა პოლონელ ბიზნესმენებთან შეხვედრებში, რომელთაც სურთ საქართველოში ბიზნესის დაწყება. პოლონურ კომპანიათა შორის წარმოდგენილნი იყვნენ კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ შემდეგ სფეროებში: ავეჯის წარმოება, ავტომობილების წარმოება, მშენებლობა, პროდუქტების წარმოება, დაზღვევა, ფოლადის წარმოება და ა.შ.

ასევე აღსანიშნავია ჩვენი პოლონელი პარტნიორი კომპანიის Walczyński Kalinowski i Wspólnicy–ის მხარდაჭერა პოლონურ კომპანიებთან ურთიერთობაში. (www.wkiw.pl)

ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნული ბიზნეს ფორუმი კიდევ უფრო დააახლოებს ქართვულ და პოლონურ ბიზნეს წრეებს. გეწაძე და პატეიშვილი მოხარულია აღნიშნულ პროცესში მონაწილეობით.