ახალი პარტნიორობის ხელშეკრულება ჩინურ იურიდიულ ფირმასთან

17 დეკემბერი 2010

ჩინეთი მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა და უდიდესი ექსპორტიორია. ქართული კომპანიების რიცხვი რომლებიც ჩინეთთან ამყარებენ ბიზნეს კავშირებს დღითიდღე იზრდება, რაც თავისთავად ზრდის მოთხოვნილებას როგორც ჩინეთში ასევე საქართველოში, მაღალი დონის იურიდიულ მომსახურებაზე და ზოგადად იურიდიულ კომპანიაზე, რომელსაც მჭიდრო კონტაქტები აქვს პარტნიორ ქვეყანაში.

გეწაძე და პატეიშვილი მოხარულია გაცნობოთ, რომ ახალ პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი ჩინურ იურიდიულ კომპანია – Shanghai Promise (www.puruo.com). ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა უაღრესად ნაყოფიერი იქნება ჩვენი იურიდიული ფირმებისთვის და ამასთანავე გაუადვილებს საქმიანობას კომპანიებს, რომლებსაც სურთ ბიზნესის წამოწყება და ინვესტირება შესაბამისად ჩინეთსა და საქართველოში.