ჩვენი კოლეგის საგანმანათლებლო წამოწყება

05 დეკემბერი 2011

იურიდიული კომპანია „გეწაძე და პატეიშვილი“ აღნიშნავს, რომ კომპანიის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი მიწვეულ იქნა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორად, იურიდიული მარკეტინგისა და ადვოკატის უნარ-ჩვევების საკითხებზე ლექციების წასაკითხად.

კომპანია ულოცავს ბატონ ამირან გიგუაშვილს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მიწვევას და წარმატებებს უსურვებს საგანმანათლებლო საქმიანობაში.